ბათუმში, ახალგაზრდა ქალმა ბავშვი გააჩინა და კლინიკაში დატოვა - კვირის პალიტრა

ბათუმში, ახალგაზრდა ქალმა ბავშვი გააჩინა და კლინიკაში დატოვა

ბათუმში, კლინიკა BMS-ში 20 წლამდე ქალმა ბავშვი გააჩინა და კლინიკაში დატოვა. ინფორმაცია საავადმყოფოში “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურეს, თუმცა კლინიკაში სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა კლინიკა მშობიარობის შემდეგ დღეს დატოვა.

კლინიკის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია. ახალშობილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.