ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ დელეგატს სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი თანა ჩაურიცხა - რას წერს სალომე ფაცაცია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ დელეგატს სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი თანა ჩაურიცხა - რას წერს სალომე ფაცაცია სოციალურ ქსელში?

ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დელეგატ თიკო ლაგვილავას სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი თანა ჩაურიცხა.

"სიკეთე ბიჭი რომაა ყველამ ვიცით,ის რომ მიუხედავად მანძილისა მუდამ ჩვენს გვერდითაა ესეც ძალიან კარგად ვიცით,ის რომ ძალიან,ძალიან მაგარი ფეხბურთელია ეგეც ყველამ ვიცით... თიკო ლაგვილავას სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი დარჩენილი 800 ლარი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფინანსა!

შეგახსენებთ, მსოფლიოში ყველაზე დიდი დიპლომატთა ასოციაცია 2023 წლის მაისში, სინგაპურში ატარებს გაეროს მოდელირებას, სადაც მენტორია ბილ კლინტონი.თიკო კი არჩეულია ერთ - ერთ დელეგატად" - წერს წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია.