თურქეთში მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ ნანგრევებიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს
თურქეთში მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ ნანგრევებიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს. მაშველებმა ისინი ჰათაის პროვინციაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 275 საათზე მეტის გასვლის შემდეგ გადაარჩინეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.