"უდი­დე­სი ნდო­ბა მაქვს მის მი­მართ და რწმე­ნა" - ვინ როგორ ულოცავს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 67-ე დაბადების დღეს? - კვირის პალიტრა

"უდი­დე­სი ნდო­ბა მაქვს მის მი­მართ და რწმე­ნა" - ვინ როგორ ულოცავს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 67-ე დაბადების დღეს?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძვნებ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს იუ­ბი­ლა­რია, ის 67 წლის გახ­და. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან, ასე­ვე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის­გან მი­ლოც­ვებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით იღებს:

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი: "და­ბა­დე­ბის დღეს ვუ­ლო­ცავ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს, უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის ქველ­მოქ­მედს და მე­ცე­ნატს, ძა­ლი­ან მა­გარ ქარ­თველ კაცს, გა­მორ­ჩე­ულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნი­ე­რე­ბით, შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბით და თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს მი­მართ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თავ­გან­წირ­ვით!“.

და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი: დღეს თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მე­ცე­ნა­ტის და ერის­კა­ცის ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა! ღმერ­თმა დღეგ­რძე­ლო­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა არ მო­უ­შა­ლოს ჭეშ­მა­რიტ მა­მუ­ლიშ­ვილს

ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია: "შენ გა­გი­მარ­ჯოს, ბი­ძი­ნა! არც ფოტო მაქვს მას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი, შეხ­ვედ­რი­თაც სულ 2- ჯერ შევ­ხვდი. არც და­ვუ­საქ­მე­ბი­ვარ და არც მი­თხო­ვია მის­თვის არა­ფე­რი. არც ვა­პი­რებ!..))) მაგ­რამ მაქვს უდი­დე­სი ნდო­ბა მის მი­მართ და რწმე­ნა, რომ ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბად არ უყ­ვარს ჩვე­ნი სა­ერ­თო სამ­შობ­ლო. ასე მოხ­და, ასე­თი რე­ა­ლო­ბა შექ­მნეს მტრებ­მა, რომ დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნა, კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემი და თქვე­ნი ოჯა­ხე­ბის სიმ­შვი­დეც კი, ბი­ძი­ნას მხრებ­ზე და გამ­ძლე­ო­ბა­ზე დგას!". (გააგრძელეთ კითხვა)