"რუსეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა"

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო გამოძიებების მხარდაჭერას.

„ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაულები და მათ ხელმძღვანელებს, ვინც ამ დანაშაულის თანამონაწილეა - თქვენ პასუხს აგებთ!“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მან უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ თქვენი პარტნიორია ამ კეთილშობილურ საქმეში“.