ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მეგი წუ­ლუ­კი­ძე, რო­მელ­მაც ქარ­თულ კი­ნო­ში უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის სა­ხე­ე­ბი შექ­მნა, დღეს ნაკ­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა... მისი ცხოვ­რე­ბა ეკ­რან­ზე და ეკ­რანს მიღ­მა მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო იყო.. ბი­ოგ­რა­ფია მეგი წუ­ლუ­კი­ძე თბი­ლის­ში და­ი­ბა­და... სწავ­ლობ­და ხარ­კო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში. 1939-1941წწ. ცხოვ­რობ­და ხარ­კოვ­ში; 1941 წელს დაბ­რუნ­და ბა­თუმ­ში; 1946 წელს სო­ხუ­მის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში იწყებს მოღ­ვა­წე­ო­ბას, 1948-1949წწ. ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო ფი­ლარ­მო­ნი­ა­შია, ხოლო 1953 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ფი­ლარ­მო­ნი­ის მსა­ხი­ო­ბია; 1954 წელს იგი მი­იწ­ვი­ეს კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში"; მისი პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო "ქარ­თვე­ლი ბა­ლე­ტის ოს­ტა­ტე­ბი"; მან ასე­ვე ითა­მა­შა ფილ­მებ­ში: "ეთე­რის სიმ­ღე­რა", "სხვი­სი შვი­ლე­ბი", "ფა­ტი­მა", "მე ვი­ტყვი სი­მარ­თლეს", "დღე უკა­ნას­კნე­ლი, დღე პირ­ვე­ლი", "აბე­სა­ლომ და ეთე­რი", "პა­ლი­ას­ტო­მი", "გაქ­ცე­ვა გან­თი­ა­დი­სას", "ჭი­ა­კო­კო­ნა" და სხვე­ბი; იყო რე­ჟი­სორ სიკო დო­ლი­ძის მე­უღ­ლე. მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი: - ულა­მა­ზე­სი მეგი წუ­ლუ­კი­ძე რამ­დე­ნი­მე ფილმში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი და მან მარ­თლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის სა­ხე­ე­ბი შექ­მნა... ლა­მა­ზი, მე­ო­ჯა­ხე ქა­ლე­ბის რო­ლებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და, რომ­ლის შეყ­ვა­რე­ბაც ქარ­თველ კაცს შე­ეძ­ლო. ღრმა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რო­ლე­ბი არ ჰქო­ნია, მაგ­რამ თა­ვის სი­ლა­მა­ზით და სი­მარ­თლით ქარ­თულ კი­ნოს ძა­ლი­ან მო­ერ­გო... (გააგრძელეთ კითხვა)