"მეგი ულამაზესი იყო და რეჟისორი მეუღლე მას ხშირად იღებდა ფილმებში" - ქართველი მსახიობი, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდიასთან "უცნაური ქორწინება" აკავშირებდა
ულამაზესი ქართველი მსახიობი მეგი წულუკიძე, რომელმაც ქართულ კინოში უმშვენიერესი ქართველი ქალების სახეები შექმნა, დღეს ნაკლებად მოიხსენიება... მისი ცხოვრება ეკრანზე და ეკრანს მიღმა მეტად საინტერესო იყო..
ბიოგრაფია
მეგი წულუკიძე თბილისში დაიბადა... სწავლობდა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. 1939-1941წწ. ცხოვრობდა ხარკოვში; 1941 წელს დაბრუნდა ბათუმში; 1946 წელს სოხუმის დრამატულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, 1948-1949წწ. ბათუმის სახელმწიფო ფილარმონიაშია, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია; 1954 წელს იგი მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მისი პირველი ფილმი იყო "ქართველი ბალეტის ოსტატები"; მან ასევე ითამაშა ფილმებში: "ეთერის სიმღერა", "სხვისი შვილები", "ფატიმა", "მე ვიტყვი სიმართლეს", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "აბესალომ და ეთერი", "პალიასტომი", "გაქცევა განთიადისას", "ჭიაკოკონა" და სხვები; იყო რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე.
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:
- ულამაზესი მეგი წულუკიძე რამდენიმე ფილმში იყო გადაღებული და მან მართლაც ძალიან ლამაზი ქართველი ქალების სახეები შექმნა... ლამაზი, მეოჯახე ქალების როლებს განასახიერებდა, რომლის შეყვარებაც ქართველ კაცს შეეძლო. ღრმა, ფსიქოლოგიური როლები არ ჰქონია, მაგრამ თავის სილამაზით და სიმართლით ქართულ კინოს ძალიან მოერგო... (გააგრძელეთ კითხვა)