5 ყველაზე მძლავრი მიწისძვრა ბოლო ასწლეულის განმავლობაში - კვირის პალიტრა

5 ყველაზე მძლავრი მიწისძვრა ბოლო ასწლეულის განმავლობაში

ჰანსუს პროვინცია, ჩინეთი, 1920 წელი

ჩინეთის ერთ-ერთ მაზრაში, რომელიც იმ წლებში შედიოდა ჰანსუს პროვინციაში, 1920 წლის 16 დეკემბერს მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 270 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ბიძგების სიმძლავრე შეადგენდა 7,8 ბალს. პირველ ძლიერ დარტყმას ხელახალი ბიძგები მოჰყვა, რომლებიც ისეთი მძლავრი აღმოჩნდა, რომ მასობრივი ნგრევა გამოიწვია. ამ მიწისძვრისგან გამოწვეული რყევა იგრძნობოდა 4 მლნ კვმ ტერიტორიაზე.მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალდა ცენტრალური ჩინეთის პროვინციები - ჰანსი და შენსი. იმის გამო, რომ ეს დამანგრეველი მიწისძვრა ზამთრის პერიოდში მოხდა, 20 ათასზე მეტი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი სიცივისგან გარდაიცვალა. მიწისძვრით გამოწვეული მერწყერი მთელი სოფლის - სუცზიაჰეს, დაღუპვის მიზეზი გახდა. ისტორიაში აღნიშნული მიწისძვრა ითვლება ყველაზე მომაკვდინებლად.

კანტოს რეგიონი, იაპონია, 1923 წელი

იაპონიაში 1923 წლის 1-ლ სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდამ შეადგინა 8,3 ბალი, და აღნიშნულმა კატასტროფამ თითქმის მთლიანად დაანგრია ტოკიო და იოკოგამა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ტოკიოსგან 90 კმ დაშორებით. ამ კატასტროფამ იმსხვერპლა 174 ათასი ადამიანი, 524 ათასი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დაზარალდა 4 მლმ-მდე ადამიანი. იოკოგამაში ერთბაშად ჩამოიქცა საქალაქო შენობების 25%. დაიწყო ხანძარი, რომელიც ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ტოკიო შედარებით გადარჩა, მაგრამ ხანძრის გამო ისიც დაზარალდა. იაპონიის ისტორიაში ეს ყველა დამანგრეველი მიწისძვრა აღმოჩნდა.

აშხაბადი, 1948 წელი

miwisdzvra2-1676805068.jpg

1948 წლის 4-5 ოქტომბრის ღამით, აშხაბადში, 7,3 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაზარალდა მეზობელი რაიონები და ირანის ქალაქებიც კი. სხვადასხვა­ ვერსიით, აშხაბადში და ახლომდებარე რაიონებში 110-დან 170-მდე ათასი ადამიანი დაიღუპა.დამანგრეველმა მიწისძვრამ პრაქტიკულად წაშალა­ ქალაქი დედამიწის ზურგიდან. იმის გამო, რომ მიწისძვრა ღამით მოხდა, მოსახლეობის უმრავლესობამ­ ვერც კი გააცნობიერა რა მოხდა, შესაბამისად ვერ მოასწრეს შენობებიდან გამოსვლა და ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. ეს მიწისძვრაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დამანგრევებელ მიწისძვრად.

სპიტაკი, 1988 წელი

miwisdzvra3-1676805068.jpg

მეოცე საუკუნეში სომხეთში საზარალი მიწისძვრა მოხდა. 1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ სპიტაკში ბუნებრივმა კატასტროფამ 25 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 140 ათასმა ადამიანმა დაზიანებები მიიღო და დაინვალიდდა, 514 ათასი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დაობლებული ბავშვები სხვა სსრკ-ის რესპუბლიკების მოქალაქეებმა იშვილეს. სპიტაკი ეპიცენტრი გახლდათ, სადაც 6,8 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ახლომდებარე 58 სოფელი სრულად განადგურდა. მიწისქვეშა ბიძგების სერიის შედეგად დაზარალდა 321 ქალაქი და დასახლებული პუნქტი.

პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი, 2010 წელი

miwisdzvra4-1676805068.jpg

2010 წლის 12 იანვარს მომხდარი მიწისძვრა ჰაიტის რესპუბლიკაში ერთ-ერთ დამანგრეველ მიწისძვრად ითვლება, პირველის სიმძლავრემ 7 ბალი, ხოლო მომდევნო 15 ბიძგის რაოდენობამ 5 ბალი შეადგინა. ამ ბუნებრივმა კატასტროფამ 222 ათას ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, დაზიანებები მიიღო 311 ათას ადამიანზე მეტმა, ხოლო 869 ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. მიწისძვრის ეპიცენტრი რესპუბლიკის დედაქალაქის - პორტ-ო-პრენსის 22 კმ დაშორებით გახლდათ.მიწისძვრის შედეგად დაინგრა ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, საავადმყოფოები, ადმინისტრაციული შენობა და 3 მილიონამდე ადამიანი დარჩა საცხოვრებლის გარეშე.

P.s. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სტამბოლის ახალ აეროპორტში ქვეყნიდან გასვლის მცდელობისას სამართალდამცავებმა დააკავეს საცხოვრებელი კომპლექსის ღöნესანს ღეზიდანს მთავარი არქიტექტორი. შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის შედეგად, საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობდა თურქეთის ჰათაის პროვინციაში მთლიანად დაინგრა.ადრე თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ ყველა ის პირი, ვინც დამნაშავეა გულგრილობაში, რამაც გამოიწვია შენობების ნგრევა, მიეცემა პასუხისგებაში. 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც 18 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, თურქეთში გადახედეს საცხოვრებელი შენობების მშენებლობის წესებს, კერძოდ 2007 წელს მიღებულ იქნა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კოდექსი მიწისძვრისგან დაცვისთვის აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით...

ოლეგ პავლენკო