ამერიკელი სენატორები პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან - კვირის პალიტრა

ამერიკელი სენატორები პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი დიკ დურბინი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

ამერიკელ სენატორებთან ოფიციალური შეხვედრები ხვალ დაიწყება.

IPN