საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის, აპარტამენტების შეძენა და ხელშეკრულების გაფორმება დისტანციურადაცაა შესაძლებელი - „ორბი ჯგუფის“ აქცია „მოასწარი“! 35 500-ანი აპარტამენტები ზღვის ხედით 17 500-ად - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის, აპარტამენტების შეძენა და ხელშეკრულების გაფორმება დისტანციურადაცაა შესაძლებელი - „ორბი ჯგუფის“ აქცია „მოასწარი“! 35 500-ანი აპარტამენტები ზღვის ხედით 17 500-ად

ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება, ასევე აპარტამენტების გაქირავების ფასი, ყოველწლიურად იზრდება. ამიტომ, ზღვისპირა ქალაქში უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მომგებიანი ინვესტიციაა.

„ორბი ჯგუფმა“ ქალაქის პოპულარულ ნაწილში, უმშვენიერეს გმირთა ხეივანში, ახალი მასშტაბური პროექტი Avenue by ORBI-ს მშენებლობა დაიწყო. პროექტში აპარტამენტების შეძენის მსურველებს კომპანია სთავაზობს გრანდიოზულ აქციას - „მოასწარი“, რომლის პირობებისა და სხვა დეტალების შესახებ „ორბი ჯგუფის“ დირექტორს ირაკლი კვერღელიძეს ვესაუბრეთ:

რას გულისხმობს „ორბის ჯგუფის“ მასშტაბური აქცია, რომელიც მხოლოდ შეზღუდული დროით მოქმედებს?

აქცია მოიცავს სამ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც 35 500-იანი აპარტამენტი სხვადასხვა ფასად იქნება ხელმისაწვდომი:

· 21 თებერვლამდე 35 500-იანი აპარტამენტების შეძენა შეგიძლიათ თითქმის ნახევარ ფასად - 17 500-ად;

· 21 თებერვლიდან 28 თებერვლამდე 35 500-იანი აპარტამენტების ფასი იქნება 25 500;

· 28 თებერვლიდან 5 მარტამდე კი - 35 500-იანი აპარტამენტების შეძენა შეგიძლიათ 30 500-ად.

რა პროცედურების გავლა სჭირდებათ მის შესაძენად უცხოეთში მყოფ პირებს?

საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ დაინტერესებულ პირებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, აპარტამენტების შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება დისტანციურადაც შეუძლიათ.

reklama-1-1676879545.jpg

მაღალი მომართვიანობის გამო გაყიდვების ოფისები გადატვირთულია. ამიტომ, შევქმენით ასეთი მექანიზმი: ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, შეუძლია დაგვიკავშირდეს სხვადასხვა საშუალებით: ტელეფონის ნომერზე, ელ. ფოსტაზე, Watsapp-ში, Viber-ში, Telegram-სა თუ Messenger-ში ან ჩვენს ვებგვერდზე დაგვიტოვოს შეტყობინება, რის შემდეგაც ჩვენი მენეჯერი დაუკავშირდება და მასთან შეთანხმებით დავიწყებთ სასურველი აპარტამენტის შერჩევას, გადავუგზავნით ყველა საჭირო ინფორმაციას და თანხმობის შემდეგ მოვამზადებთ იურიდიულ დოკუმენტაციას, რომელიც ელექტრონულად გადაეგზავნება შემძენს. ის თავის მხრივ მოაწერს ხელს კონტრაქტს და დასკანერებულ ვერსიას დააბრუნებს იმავე ელ. ფოსტაზე. ამგვარად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი პირი შეძლებს დისტანციურად გახდეს ბათუმში აპარტამენტის მეპატრონე.

უცხოეთში მყოფი დაინტერესებული პირები აპარტამენტების დისტანციურად

შესარჩევად და ხელშეკრულების გასაფორმებლად „ორბი ჯგუფს“ უნდა დაუკავშირდნენ

შემდეგი საშუალებებით:

● ტელეფონი - +995 32 200 8000, +995 555 31 00 00

● ელ. ფოსტა - office@orbigroup.net

● Watsapp, Viber, Telegram - +995 555 31 00 00

● Facebook Messenger- https://www.facebook.com/orbi.ge

● ვებგვერდი -www.orbi.net

რა გამოარჩევს „ორბი ჯგუფის“ ახალ პროექტს და რა უპირატესობები აქვს მას?

პროექტის მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა. ის ხორციელდება ულამაზეს გმირთა ხეივანში, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, ყველა ევროპულ ქალაქს დაამშვენებდა. ასევე, ახალ სტადიონთან, თანამედროვე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და რაც მთავარია, სანაპიროსთან სიახლოვე მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. Avenue By ORBI-დან ბათუმის სანაპირო 4-5 წუთის სავალზეა.

ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც სრულყოფილი დასვენებისთვის არის საჭირო: 24-საათიანი კონსიერჟი, დაცვის სამსახური, ვიდეომეთვალყურეობა, დასუფთავება, კვების ნაწილი, საერთო საკითხების მენეჯმენტი, პარკინგი და გაქირავების სერვისი, რაც მესაკუთრეს დამატებით კომფორტს შეუქმნის.

ახალ პროექტშიც, უკვე განხორციელებულის მსგავსად, სრულად არის გათვალისწინებული უსაფრთხოების საკითხები, იქნება ეს სახანძრო უსაფრთხოება, სეისმომდგრადობა თუ ტექნიკური დეტალები, რაც მესაკუთრეებს მშვიდად დასვენების საშუალებას მისცემთ.

Avenue by ORBI-ს სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება და აპარტამენტების გადაცემა 2024 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაჯავშნონ ვიზიტი ნომერზე:

+995 322 00 8000.

R