"როგორც პატარა ბავშვს, ისე მომიარა... ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც გადასხმაზე ვიყავით, ხელი გავაშვებინე და..." - ხათუნა ჟორდანია ოჯახსა და გადარჩენის გზაზე - კვირის პალიტრა

"როგორც პატარა ბავშვს, ისე მომიარა... ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც გადასხმაზე ვიყავით, ხელი გავაშვებინე და..." - ხათუნა ჟორდანია ოჯახსა და გადარჩენის გზაზე

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში „სთო­რი“ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა იმ პე­რი­ოდ­ზე, რო­დე­საც მე­ო­თხე სტა­დი­ის ფილ­ტვის სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა. ასე­ვე ზუ­რა­ზე და ნი­ნი­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარ­ში ედგნენ. ხა­თუ­ნა ამ­ბობს, რომ არა ნინი, შე­იძ­ლე­ბა ის დღეს ცო­ცხა­ლი არც ყო­ფი­ლი­ყო...

და­მარ­ცხე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა"მთა­ვა­რია ღმერ­თი, რო­გორც კი მას მი­ან­დობ თავს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყო, რომ ღმერ­თი მა­ღა­ლია და ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ მისი დახ­მა­რე­ბით. ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მე­ლიც გვერ­დით მყავ­და, ჩემი შვი­ლე­ბი, ზურა, ძმა, მისი შვი­ლე­ბი და ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთი წა­მი­თაც კი გვერ­დი­დან არ მომ­შო­რე­ბი­ან. ასე­ვე მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ვინც გა­მამ­ხნე­ვე­ბელ მე­სი­ჯებს მიგ­ზავ­ნი­და. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლე, რომ გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

ის, რაც ნი­ნიმ ჩემ­თვის გა­ა­კე­თა, ამას ძა­ლი­ან დიდი ძალა და სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რია ამ პა­ტა­რა გო­გო­ში. ნინი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არ ვიცი, დღეს ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბო­დი თუ არა. ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბი­სას ქი­მი­ე­ბი რომ და­ვას­რუ­ლე, მე­გო­ნა, მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. რო­დე­საც მი­თხრეს, რომ გა­დას­ხმე­ბი უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ტი­რი­ლი და­ვი­წყე. ექიმ­მა მი­თხრა, შენ­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბით აქ ჩა­მო­სუ­ლი 10 კა­ცი­დან, 4 მი­დის უკან და შენ იმ 4 ადა­მი­ან­ში ხარ, ამი­ტომ მად­ლო­ბა უთხა­რი ღმერ­თსო. ამ დროს ჩემი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ არ ვი­ცო­დი და მივ­ხვდი, რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი მჭირ­და.

დი­აგ­ნო­ზი იყო მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვის სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი იყო ლიმ­ფა­ში. მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დარ­ჩა კერა, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ში­ში იქ­ნე­ბო­და. გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი, ქარ­თვე­ლი ბიჭი, რო­მელ­მაც თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­ნა სამ­კურ­ნა­ლოდ, ეს ბიჭი ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ვი­და... იქ ჩა­სულ­ზე მი­თხრეს, რომ ოპე­რა­ცია ან დას­ხი­ვე­ბა, მე უნდა ამერ­ჩია. დას­ხი­ვე­ბის შემ­დეგ, რომ ჩა­ვე­დი კონ­ტროლ­ზე, აღ­მოჩ­ნდა, რომ გამ­ქრა­ლი­ყო. ნა­წი­ბუ­რი ახ­ლაც დარ­ჩე­ნი­ლია, მაგ­რამ მი­ძი­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში".

თე­კუ­ჩა ქარ­სე­ლა­ძე...

"მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვმა­ლავ­დი, რომ ჩემ ძმას არ გა­ე­გო. მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ და უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებ­და. მთე­ლი თბი­ლი­სი ამ ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. შემ­დეგ გაჩ­ნდა ნინი, მისი ორე­უ­ლი, გა­რეგ­ნუ­ლად, ხა­სი­ა­თით. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ვი­ყა­ვით და­შო­რე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ ისე ცალკ-ცალ­კე ვი­ყა­ვით, რო­დე­საც ზუ­რა­ზე და ჩემ­ზე და­ი­წე­რა ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში. მახ­სოვს ცი­ხი­დან და­მი­რე­კა და მი­თხრა, მეჯ­ვა­რედ ხომ არ წა­მიყ­ვა­ნო".

ნინი და ზურა

"თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ზურა, არა­სო­დეს ჰქო­ნია ეგო­ის­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბი. ზურა იყო ნი­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ასე მოხ­და გაც­ნო­ბის დღი­დან. რო­დე­საც ზუ­რას გავ­ყე­ვი, რაც ნი­ნის­თვის სა­კუ­თარ მა­მას უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ვერ აკე­თებ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ზუ­რამ გა­უ­კე­თა. გააგრძელეთ კითხვა