როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში: რას ამბობს სვეტლანა ნიორაძე?
"არამდგრადი ამინდები საქართველოში 24 თებერვლამდე შენარჩუნდება“, - ამბობს, ambebi.ge-სთან გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე. მართალია, რამდენიმე დღეში გაზაფხული დადგება, მაგრამ ჯერჯერობით ქვეყანაში ზამთრის ამინდია. კარგი ამბავია ის, რომ ქვეყანაში შედარებით ტემპერატურამ მოიმატა, ყინვამ იკლო მთაშიც...
სვეტლანა ნიორაძე:
- 24 თებერვლამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, რაც დაბლობსა და ბარში წვიმასა და თოვლს გამოიწვევს. მსგავსი ამინდი შენარჩუნდება 22 თებერვლის ჩათვლით. ხვალ გაძლიერდება ქარი და აღმოსავლეთ საქართველოში 22-25 მეტრწამს მიაღწევს. გააგრძელეთ კითხვა