"ორი დღეც ვერ გა­ძე­ლით უერ­თმა­ნე­თოდ, ბი­ჭე­ბო " - მტკვრის სანაპიროსთან მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ორი დღეც ვერ გა­ძე­ლით უერ­თმა­ნე­თოდ, ბი­ჭე­ბო " - მტკვრის სანაპიროსთან მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 15 თე­ბერ­ვალს, გვი­ან ღა­მით მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ორი ახალ­გაზ­რდის ირაკ­ლი ქუ­თა­თე­ლა­ძი­სა და ნო­დარ გუ­ლი­აშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, სამი ახალ­გაზ­რდა კი და­შავ­და.

ავ­ტო­ა­ვა­რი­ის მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათ­ზე, მტკვრის სა­ნა­პი­როს­თან მოხ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის გახ­და, რომ მძღოლ­მა სა­ჭის და­მორ­ჩი­ლე­ბა ვერ შეძ­ლო და ხეს შე­ე­ჯა­ხა.

2 სა­ა­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­დან ერთ-ერთი ნიკა კე­კე­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დღემ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იყო, გარ­და­იც­ვა­ლა. მისი მე­გობ­რე­ბი ნოდო გუ­ლი­აშ­ვი­ლი გუ­შინ, ხოლო ირაკ­ლი ქუ­თა­თე­ლა­ძე დღეს დაკ­რძა­ლეს.

ხუ­თი­ვე ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და 20 წლი­სე­ბი არი­ან. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად და­შა­ვე­ბუ­ლი ორი ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კი­დან გა­ე­წერ­ნენ. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ორი დღეც ვერ გა­ძე­ლით უერ­თმა­ნე­თოდ ბი­ჭე­ბო, არ ვიცი რა ვთქვა.. ნა­თე­ლი თქვენს ლა­მაზ სუ­ლებს“, - წერს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ფბ-ში ახალ­გაზ­რდე­ბის ერ­თობ­ლივ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. იხილეთ სრულად