ერდოღანი ქართველ მაშველებს მადლობას უხდის - ფოტოები სტიქიის ზონიდან - კვირის პალიტრა

ერდოღანი ქართველ მაშველებს მადლობას უხდის - ფოტოები სტიქიის ზონიდან

თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი, ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქა­ლაქ ან­თა­ქი­ა­ში ჩა­ვი­და, სა­დაც ქარ­თუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად აწარ­მო­ე­ბენ მი­წისძვრის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს პი­რა­დად შეხ­ვდა და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო.რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა მი­წისძვრის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თულ სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებს მად­ლო­ბა პი­რა­დად გა­და­უ­ხა­და.

erdoganii-1676913145.png

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქა­ლაქ ან­თა­ქი­ა­ში, თურ­ქულ მხა­რეს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ამ დრომ­დე ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მი­წისძვრის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.ქარ­თუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იმ­ყო­ფე­ბა.