"ლელოს" ლიდერები უკრაინაში ჩადიან
24 თებერვალს, "ლელოს" დელეგაცია უკრაინული მხარის მიწვევით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 1 წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური დელეგაციები მთელი მსოფლიოდან. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.
პარტიის ინფორმაციით, უკრაინაში გაემგზავრება პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია.
პარტიის ლიდერები 3 - დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ რადაში, სადაც შეხვდებიან უკრაინის მმართველი პარტიის და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს.
"ლელოს" დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც უკრაინის, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან.
"ინტერპრესნიუსი"