"დედა რომ ვერ გადავარჩინე, ამან მომსპო..." - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ მეუღლეებზე, შვილებსა და მომავალ სიბერეზე - კვირის პალიტრა

"დედა რომ ვერ გადავარჩინე, ამან მომსპო..." - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ მეუღლეებზე, შვილებსა და მომავალ სიბერეზე

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლია მა­ყუ­რე­ბელ­თან. არ ერი­დე­ბა ისეთ თე­მებ­ზე ლა­პა­რაკს, რო­გო­რი­ცაა მისი მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ამ­ჯე­რად ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მას სტუმ­რობ­და, რო­მელ­შიც ბევრ სხვა თე­მას­თან ერ­თად, სიმ­სივ­ნით გარ­დაც­ვლილ დე­და­ზე, ყო­ფილ ქმრებ­სა და სი­ბე­რე­ზე ისა­უბ­რა...

დედა...

- იმ­დე­ნად ცუ­დად ვი­ყა­ვი, დედა რომ ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნე, ამან იმ­დე­ნად მომ­სპო, რომ ვერ ვიგ­ლო­ვე. იმას კი არ ვდარ­დობ­დი, რომ დე­და­ჩე­მი აღარ იყო, ისე­თი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და და ფუ­ლის და­ხარ­ჯვა ვერ მო­ვას­წა­რი. იცი, რო­გორ მი­ყუ­რებ­და, ნა­ნუ­კა მყავს შვი­ლი და ის ყვე­ლა­ფერს იზამ­სო.... არც მა­მა­ჩემს, არც ძმას, ღმერ­თსაც კი ისე არ სთხოვს, რომ გა­და­ერ­ჩი­ნა, იმი­ტომ, რომ ნა­ნუ­კა ჰყავ­და... ბო­ლოს გა­და­ვე­დით ექ­სპე­რი­მენ­ტულ წამ­ლებ­ზე, ამე­რი­კა­ში შე­ვუკ­ვე­თეთ... მა­რი­ა­მის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დი გა­და­ვუ­ნერ­გეთ. ეს ექი­მი ქალი მე­უბ­ნე­ბო­და, აზრი არ აქვს ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დის გა­და­ნერგვა­სო და ვუ­თხა­რი, ამას ვის უბე­დავ, ვინ გე­კი­თხე­ბა - მეთ­ქი. ჩემი ის­ტე­რი­კა ახ­სოვთ კლი­ნი­კა­ში...

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა...

- კოკა - მა­რი­ა­მის მამა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, არ ვიქ­ნე­ბო­დი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი. კო­კას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ და­მა­წყე­ბი­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და შექ­მნა ის ნა­ნუ­კა... გააგრძელეთ კითხვა