"არ ჩანს საკადრისად... ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო" - რა თქვა ლუკაშენკომ მიხეილ სააკაშვილზე ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას - კვირის პალიტრა

"არ ჩანს საკადრისად... ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო" - რა თქვა ლუკაშენკომ მიხეილ სააკაშვილზე ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას

რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ ჩვენს შეხვედრებზე, მე და თქვენ ხომ არასდროს დავგეგმავდით თბილისის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ერთი აზრი არ მშორდება: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ ჩვენს შეხვედრებზე. ნუთუ არ შეიძლება ადამიანებს შორის, ხალხებს შორის ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობა არსებობდეს? იქნებ, ამ ურთიერთობებმა ხელი შეუწყოს მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. მე და თქვენ ხომ არასდროს დაგვიგეგმავს თბილისის წინააღმდეგ რაიმე ქმედება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, თვალს ადევნებს იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში ვითარდება, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„რაღაც არ ჩანს ძალიან საკადრისად იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ ისეთ დონემდე დაშვება, როგორც ეს ვითარდება, უბრალოდ არასაკადრისია. რატომ ვამბობ ამას: ჩვენ ხომ არ მიგვიცია შეფასება, არ ჩავრთულვართ ამ თუ სხვა სიტუაციებში. ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, ასლან ბჟანია ბელარუსში დღეს, რუსეთიდან ჩავიდა.

IPN