"იცინის მთელი ოზურგეთი, ორსულობის მუხლით გამათავისუფლეს..." - 64 წლის კაცი სამსახურიდან გაუშვეს შრომის კოდექსის იმ მუხლით, რაც ორსულობას გულისხმობს - კვირის პალიტრა

"იცინის მთელი ოზურგეთი, ორსულობის მუხლით გამათავისუფლეს..." - 64 წლის კაცი სამსახურიდან გაუშვეს შრომის კოდექსის იმ მუხლით, რაც ორსულობას გულისხმობს

"გუ­რი­ის მო­ამ­ბის" ინფორ­მა­ცი­ით, ოზურ­გე­თის მე­რი­ის “ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სპორ­ტულ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის” მწვრთნე­ლის პო­ზი­ცი­ი­დან, 64 წლის ხა­რი­ტონ ჩა­ტა­რაშ­ვი­ლი, შრო­მის კო­დექ­სის, სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის 37-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­თხო­ვეს, რაც ორ­სუ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ხა­რი­ტონ ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ის სამ­სა­ხუ­რი­დან ოზურ­გე­თის მე­რის, ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძის ბრძა­ნე­ბით გა­უშ­ვეს.

"იცი­ნის მთე­ლი ოზურ­გე­თი, ორ­სუ­ლო­ბის მუხ­ლით გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს..." - ამ­ბობ ის.

მისი თქმით,სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს, რად­გან რად­გან მხარს არ უჭერ­და არ­ჩევ­ნებ­ში ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძეს.

"მერ­მა მი­თხრა ხმა კოტე შა­რა­შე­ნი­ძეს მი­ე­ცი და “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” რის გა­მოც ჩვენ­თან ვერ იმუ­შა­ვე­ბო" - ამ­ბობს ის "გუ­რი­ის მო­ამ­ბეს­თან"

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ოზურ­გე­თის მე­რი­ის სპორ­ტულ - გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში უკვე გა­ა­კე­თეს პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ტექ­ნი­კურ ხარ­ვეზს უკავ­შირ­დე­ბა.

”ეს იყო ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი, გაგ­ვე­პა­რა შეც­დო­მა, რო­მე­ლიც დღეს გა­მო­ვას­წო­რეთ” - აცხა­დე­ბენ ოზურ­გე­თის მე­რი­ის სპორ­ტულ - გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში.

იხილეთ ვიდეო