ჯუდ ლოუ მე -7 შვილის მამა გახდა - კვირის პალიტრა

ჯუდ ლოუ მე -7 შვილის მამა გახდა

ინ­გლი­სე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ჯუდ ლოუ მეშ­ვი­დედ გახ­და მამა. გავ­რცელ­და ფოტო, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ 50 წლის ვარ­სკვლა­ვი, ახალ­შო­ბილს და მე­ო­რე მცი­რე­წლო­ვან შვილს, მე­უღ­ლე ფი­ლი­პა კო­ან­თან ერ­თად ასე­ირ­ნებ­და. ჯუდი, რო­მე­ლიც ბავ­შვის ეტ­ლით და­ა­ფიქ­სი­რეს პა­პა­რა­ცებ­მა, გა­დაღ­ლი­ლი ჩანს. მსა­ხი­ობს თა­ვი­სი მეშ­ვი­დე შვი­ლის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

ჯუდ­მა და ფილი­პამ ერ­თმა­ნეთ­ზე 2019 წელს იქორ­წი­ნეს და პირ­ვე­ლი შვი­ლი 2020 წელს შე­ე­ძი­ნათ.

ინ­გლი­სელ ვარ­სკვლავს 7 შვი­ლი 4 ქა­ლის­გან ჰყავს. ჯუდს პირ­ვე­ლი ვაჟი, რა­ფერ­ტი, მსა­ხი­ობ სე­ი­დი ფროს­ტის­გან ჰყავს, რო­მე­ლიც 1997 წელს და­ი­ბა­და. მათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ლიშ­ვი­ლი ირი­სი (22 წლის) და მე­ო­რე ვაჟი, რუდი (20 წლის) შე­ე­ძი­ნათ. ჯუდი და სე­ი­დი 2003 წელს გან­ქორ­წინ­დნენ.

2008 წელს, ჯუდ ლოუს მოკლეხ­ნი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ამე­რი­კელ მო­დელ სა­მან­ტა ბურ­კეს­თან, რაც იმით დას­რულ­და, რომ მსა­ხი­ობს მე­ო­თხე შვი­ლი, სო­ფია შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც ახლა 13 წლი­საა.

ჯუ­დის მომ­დევ­ნო ურ­თი­ერ­თო­ბი­დან, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ კეტ­რინ ჰარ­დინგთან ჰქონ­და, მე­ხუ­თე შვი­ლი - ადა დარ­ჩა. გო­გო­ნა ახლა 7 წლი­საა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები