"სოფ­ლი­დან მო­დი­ო­და ჩქუმ­ში, სა­დაც დღეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჰქონ­და ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი" - ვინ იყო მასწავლებელი, რომელიც ცაგერში მეწყერს ემსხვერპლა? - კვირის პალიტრა

"სოფ­ლი­დან მო­დი­ო­და ჩქუმ­ში, სა­დაც დღეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჰქონ­და ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი" - ვინ იყო მასწავლებელი, რომელიც ცაგერში მეწყერს ემსხვერპლა?

ცა­გერ­ში მე­წყერ­ში მო­ყო­ლი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა ამ წუ­თებ­ში ამო­იყ­ვა­ნეს. ის ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის, ქულ­ბა­ქი­სა და ჩქუ­მის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის დროს იმ ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ჩა­მოშ­ლილ­მა მა­სამ ქვეშ მო­ი­ყო­ლა. გარ­დაც­ვლი­ლია გელა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

შემ­თხვე­ვა სწო­რედ იმ დროს მოხ­და, როცა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი მი­დი­ო­და სო­ფელ ჩქუმ­ში, სა­დაც დღეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ის სო­ფელ ისუნ­დერ­ში ცხოვ­რობ­და.

"ჩქუ­მის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და. სა­კუ­თა­რი სოფ­ლი­დან მო­დი­ო­და ჩქუმ­ში, სა­დაც დღეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჰქონ­და ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი... სა­ღა­მოს 8 სა­ა­თის­თვის არის ჩა­მო­წო­ლი­ლი ქვის მასა. ცოტა ხნის წინ ამო­ვიყ­ვა­ნეთ ცხე­და­რი და გა­და­ვას­ვე­ნეთ ოჯახ­ში. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო", - გვიყ­ვე­ბა ცა­გე­რის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ალუ­და თუ­თი­სა­ნი. გააგრძელე კითხვა