"მითხრეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე არ შემოუშვეს, თითქოს ქვეყანა დაინგრა - ჯერ ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ" - კვირის პალიტრა

"მითხრეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე არ შემოუშვეს, თითქოს ქვეყანა დაინგრა - ჯერ ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ"

ხშირად მწყდება გული, როდესაც ქართველები ამა თუ იმ ქვეყნის საზღვართან სხედან და არ უშვებენ. არასდროს მინახავს ოპოზიციიდან ვინმე გამოსული და ეთქვას, რა ხდებაო, ან ელჩისთვის მიემართა, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად განუცხადა.

ანა ნაცვლიშვილმა შს მინისტრს მიმართა, რომ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, რომლებიც პუტინთან ღია კონფრონტაციაში არიან, საქართველოში გაუგებარი და ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე არ უშვებენ.

"მითხრეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე არ შემოუშვეს და თითქოს ქვეყანა დაინგრა. გუშინ, რუსეთის 9 მოქალაქე არ შემოვუშვით. ქალბატონი ელენე ხოშტარია მობრძანდა აეროპორტში, ორ თანმხლებ ადამიანთან ერთად და ატეხეს ამბავი, როგორ შეიძლება, რომ არ შემოუშვითო. მიკვირს, იმ 8 ადამიანზე რატომ არ იკითხა.

ხშირად მწყდება გული, როდესაც ქართველები ამა თუ იმ ქვეყნის საზღვართან სხედან და არ უშვებენ. არასდროს მინახავს ოპოზიციიდან ვინმე გამოსულიყო და ეთქვას, რა ხდებაო, ან ელჩისთვის მიემართა. ამაზე არავინ ხმას არ იღებს. ერთის მხრივ ამბობენ, რუსეთს საზღვრები დაუკეტეთ, არ შემოუშვათო....

არ ვიცი, ვინ იყო, გუშინ ატყდა ამბავი - „როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ შეუშვათ, ეს არის გადამრჩენელი, პუტინის დამამარცხებელი, ეს ებრძვის მარტო რუსეთის პრეზიდენტს და უნდა შემოვუშვათ“. ასეთი მიდგომა ჩემი აზრით, არასწორია. ჯერ ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ, რომლებიც დაწყებული მექსიკის საზღვრიდან დამთავრებული სხვა ბევრ ქვეყანაში ჩადიან და არ უშვებენ“, - განაცხადა მან.

"ინტერპრესნიუსი"