თურქეთში მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა - "ნანგრევები ჩამოიშალა და იქ მოჰყვა"
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონში მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა. ინფორმაციას დაღუპული დანიელ ბულკაშვილის მეგობარი ავრცელებს.
როგორც გიორგი დიასამიძე ამბობს, ბულკაშვილი ნანგრევებში მოჰყვა.
"არ ვიცი, რა დავწერო... გული ძალიან მეწვის. ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. მარადიული ხსოვნა მეგობარო. შენ მართლა გმირი იყავი და გმირად დარჩები ჩვენს გულში. თურქეთში წავიდა, მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად, ნანგრევები ჩამოიშალა და დაიღუპა" - წერს დიასამიძე.
მეტი დეტალის გასარკვევად AMBEBI.GE დიასამიძეს დაუკავშირდა:
"გარდაცვალების შესახებ ოჯახმა უკვე გაიგო. 35 წლამდე ასაკის იყო, მას ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. თბილისელია თუმცა ბოლო პერიოდში ბათუმში ცხოვრობდა. 7 თებერვალს თურქეთში სტიქიის ზონაში ჩავიდა, მოხალისედ. გააგრძელე კითხვა