დაადგინეთ, რა გაკარგვინებთ დროს ფუჭად - როგორ გამოვიმუშაოთ დროის სწორად განაწილების უნარი
ალბათ ბევრჯერ გიკითხავთ თქვენი თავისთვის, რა არის წარმატებული ადამიანების საიდუმლო და რას აკეთებენ ისინი განსხვავებულად. პასუხი ზუსტად იმდენგვარია, რამდენი წარმატებული ადამიანიც არსებობს, ყველა გზას წარმატებისკენ თავისი ,,ფორმულით” გადის, თუმცა, ცხადია, ამ ფორმულაში ერთ-ერთი უნთავრესი პუნქტი, დროის სწორად განაწილების უნარია.
თუ მიგაჩნიათ, რომ დროის სწორად განკარგვა თქვენი ძლიერი მხარე არაა, ნუ იდარდებთ, ამ უნარის გამომუშავებას სისტემატური და თანმიმდევრული შრომით შეძლებთ.
როგორ? საფეხურები:
დაადგინეთ, რა გაკარგვინებთ დროს ფუჭად
თუ დრო არასდროს გყოფნით, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას აკეთებთ არასწორად, რა "იპარავს” თქვენს დროს და რა გიშლით ხელს, რომ ხორცი შეასხათ დასახულ მიზნებს.
ბრაიან თრეისის თქმით, ადამიანები უფრო მარტივად აღწევენ წარმატებას, როცა თავიანთ მიზნებს აღქმად ფორმას აძლევენ - წერენ. ამ სტრატეგიის გამოყენება ჩვენ შემთხვევაშიც სასარგებლოა.
ჩამოწერეთ ყველა ის მიზეზი, რომლებიც ხელს გიშლით ჭკვიანურად განკარგოთ თქვენი დრო. მეორე ეტაპი მოქმედებაა. ყველამ ვიცით, დაავადების სამკურნალოდ მხოლოდ მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა საკმარისი არაა. თქვენც ისე უნდა მოიქცეთ, როგორც გამოცდილი ექიმი მოიქცეოდა - დაიწყეთ იმაზე ფიქრი და მუშაობა, როგორ აღმოფხვრათ ქრონიკული უდროობის გამომწვევი მიზეზები. დაისახეთ პრიორიტეტები
ადამიანი ყოველდღიურად უამრავ საქმეს აკეთებს. მათ შორის ყველა თანაბრად მნიშვნელოვანი და სასწრაფო არაა. თუ გინდათ თქვენი პროდუქტიულობა მაქსიმალურად გაზარდოთ, მკაფიოდ გამიჯნეთ პირველხარისხოვანი საქმეები მეორეხარისხოვანისგან და დღე დაიწყეთ პირველხარისხოვანი საქმის შესრულებით.
პრიორიტეტული საქმეებისთვის უპირატესობის მინიჭება, გარდა იმისა, რომ თავიდან აგარიდებთ მნიშვნელოვანი საქმის შეუსრულებლობით გამოწვეულ შფოთვას, გაგხდით უფრო პროდუქტიულს და გამოგითავისუფლებთ დროს სხვა საქმეების გასაკეთებლად.
ცხადია, იმის განსაზღვრა, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული საქმე, ყველაზე კარგად თავად შეგიძლიათ. მაგრამ, ქართული ანდაზის არ იყოს, თუ მიიჩნევთ, რომ წინა კაცი უკანას ხიდია და სხვისი გამოცდილების გაზიარებაც მნიშვნელოვანია, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული პრეზიდენტის ეიზენჰაუერის პრიორიტეტების მატრიცა გამოგადგებათ.
ეიზენჰაუერის მატრიცა დაგეხმარებათ სწორად დასახოთ პრიორიტეტები, ფუჭად არ დახარჯოთ დრო უმნიშვნელო საქმეებზე და ყურადღება მნიშვნელოვნისკენ მიმართოთ. მატრიცაში 4 კვადრატია, რომლებშიც თქვენი საქმეები იმის მიხედვით უნდა გაანაწილოთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ისინი ან პირიქით. გააგრძელეთ კითხვა