"ქართულმა ოცნებამ" ტრაგიკულად დაღუპული დეპუტატის ადგილმონაცვლედ მისი ვაჟის კანდიდატურა წარადგინა - რა არის ცნობილი გიორგი ხახუბიაზე?
"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ტრაგიკულად გარდაცვლილი ირაკლი ხახუბიას შვილის, გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მამა - ირაკლი ხახუბია სწორედ ამ ოლქიდან იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი. ხახუბია მეორე ვადით იყო არჩეული პარალამენტის წევრად. მე-9 მოწვევის პარლამენტში 2016-2020 წლებში იყო ფოთის მაჟორიტარი საარჩევნო ბლოკიდან: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამავე პარტიიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარად აირჩიეს.
ის 51 წლის ასაკში საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
მისი 21 წლის ვაჟი ბექა 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი - 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.
რა არის ცნობილი გიორგი ხახუბიაზე?
ირაკლი კობახიძემ გიორგი ხახუბიას განათლებასა და პროფესიულ გამოცდილებაზე მისი კანდიდატად წარდგენისას ისაუბრა. (გააგრძელეთ კითხვა)