როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ბანკის "შავ სიაში" ხართ
საკრედიტო ისტორია აქვს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია ფინანსური დაწესებულების პროდუქტებით. ეს შეიძლება იყოს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაცია. საფეხურები:
მათი ფინანსური პროდუქტებით სარგებლობის ისტორია ქმნის საკრედიტო ისტორიას, რომლის შესახებაც ინფორმაცია „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში ინახება. საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროა, რომელიც საკრედიტო ინფორმაციას აგროვებს და მას საკრედიტო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებს აწოდებს. როგორი საკრედიტო ისტორია გაქვთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი გადამხდელი ხართ, დროულად დაფარეთ თუ არა ყველა ფინანსური ვალდებულება, გიფიქსირდებათ თუ არა ვადაგადაცილება. თუ გადახდის დროს დაგვიანებები გაქვთ, მაშინ თქვენ ცუდ გადამხდელად ითვლებით და შესაბამისად, „შავ სიაშიც“ ხართ.
„შავი სია“ ოფიციალური ტერმინი არ არის. შავ სიაში ყოფნა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც საკრედიტო ისტორია არის ნეგატიური. გააგრძელეთ კითხვა