"რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშლება რუსეთი"
რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშლება რუსეთი , - ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია გეწაძემ განაცხადა, რითაც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადება შეაფასა, რომ თუ პუტინი უკრაინაში ომს წააგებს, რუსეთი დაიშლება და ის არსებობას შეწყვეტს.
როგორც გია გეწაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა, უკრაინა არის მზად, იმისათვის, რომ ომი დიდ ხანს გაგრძელდეს.
მისი შეფასებით, უკრაინას ფრონტის ხაზზე წინსვლა ექნება, მას შემდეგ, როდესაც ყველა შეიარაღება უკრაინაში იქნება.
"მედვედევს დავეთანხმები, რადგან მართალია. ამ ომის შემდეგ დასრულდება რუსეთის იმპერიალიზმი. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშლება რუსეთი. დღეს უკრაინა ადგენს თამაშის წესებს და არა სხვა რომელიმე ქვეყანა.
როდესაც საქმე გვაქვს, პუტინის დიქტატორულ რეჟიმთან და დღევანდელ რუსეთთან, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დანაკარგს, საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეს. ბუნებრივია, პუტინს 3 თვეში ერთხელ შეუძლია დამატებითი მობილიზაცია გამოაცხადოს, მოაგროვოს 50 000 ადამიანი და გაწიროს სასიკვდილოდ. 3 თვის შემდეგ კი ისევ გამოაცხადოს მობილიზაცია. არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ რუსეთს ძალა აღარ ჰყავს, რუსეთს აქვს ადამიანური რესურსი. ამასთან, რუსეთს არ აქვს დემოკრატია და არ ეშინია ხალხის პროტესტის, ბუნებრივია ეს საშიშია.
ბოლო დროს, ბატალიონის ფორმირებას ისე აკეთებენ, რომ შეზღუდული ტექნიკა აქვთ. ფაქტობრივად, ხალხს ფრონტის ხაზე ტექნიკის გარეშე უშვებენ. უკრაინა არის მზად იმისათვის, რომ ომი დიდ ხანს გაგრძელდეს, მაგრამ იქნება წინსვლა, მას შემდეგ ყველა შეიარაღება უკრაინაში იქნება.
უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, არამოტივირებული ჯარი იბრძვის, რომელსაც თუ დაუბომბავენ მომარაგებას და ლოჯისტიკას, უბრალოდ გარბიან“, - განაცხადა გეწაძემ.
მისი შეფასებით, ვიდრე პუტინის რეჟიმი იქნება, ან მისი გარემოცვა არ მიხვდება, რომ ომი უნდა დაამთავრონ, რადგან წაგებულები არ გამოვიდნენ, მანამდე ომი გაგრძელდება.
"ინტერპრესნიუსი"