რა თანამდებობაზე დაინიშნა ბესო კალანდაძის შვილი? - კვირის პალიტრა

რა თანამდებობაზე დაინიშნა ბესო კალანდაძის შვილი?

ცოტა ხნის წინ, მომ­ღე­რალ ბესო კა­ლან­და­ძის უფ­რო­სი შვი­ლი, მა­რი­ამ კა­ლან­და­ძე, ჩი­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში პირ­ველ მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა. მუ­სი­კოსს ორი შვი­ლი ჰყავს, ბაჩი და მა­რი­ა­მი. წლე­ბის წინ კა­ლან­და­ძე სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, მისი ქორ­წი­ნე­ბა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე პლას­ტი­კურ ქი­რურგ ცი­ცი­ნო შურ­ღა­ი­ას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბის სე­რია წლე­ბი გაგ­რძელ­და...

მომ­ღე­რა­ლი პირ­ველ მე­უღ­ლეს, მე­დეა კა­ლან­და­ძეს და­უბ­რუნ­და და წყვი­ლი წლე­ბია ისევ ერ­თად ცხოვ­რობს. ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ბესო კა­ლან­და­ძემ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა და მისი თქმით, ეს ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ბნელ და შავ ლა­ქად მი­აჩ­ნია. მუ­სი­კოს­მა ასე­ვე შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე ისა­უბ­რა...

ბესო კა­ლან­და­ძე:

- "თუ ან­სამ­ბლ „75“-ში ყოფ­ნის წლე­ბი ჩემ­თვის ნა­თე­ლი, ბედ­ნი­ერ დროა, მოს­კოვ­ში ყოფ­ნა და ის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ბნე­ლი, შავი ლა­ქაა. ყვე­ლას მოს­დის შეც­დო­მე­ბი და არც მე ვი­ყა­ვი გა­მო­ნაკ­ლი­სი. არა­ვის ვაბ­რა­ლებ, არც იმ პი­როვ­ნე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებ. მე და­ვუშ­ვი საკ­მა­ოდ მძი­მე შეც­დო­მა და შე­სა­ბა­მი­სად, დიდი ფა­სიც გა­და­ვი­ხა­დე.

რო­გორ შე­ვი­კა­რით ისევ ოჯა­ხი? დავ­სხე­დით და ვი­სა­უბ­რეთ. სას­წო­რის მხა­რე­ზე იყო ჩვე­ნი გა­შო­რე­ბის მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც უსა­ფუძ­ვლო, თით­ქმის ბავ­შვუ­რი გა­უ­გებ­რო­ბა იყო, მე­ო­რე მხა­რეს კი – ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, სჭირ­დე­ბო­დათ მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხი, ყუ­რა­დღე­ბა, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, კვლავ ერთი ოჯა­ხი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩვენ ეს შევ­ძე­ლით! მად­ლო­ბა ჩემს მე­უღ­ლეს, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლე­ბი გა­მი­ზარ­და…

- ახ­ლა­ხან თქვე­ნი გო­გო­ნა სე­რი­ო­ზულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა. რა გზა გა­ი­ა­რა ამ წარ­მა­ტე­ბამ­დე?

- ვერ ვი­ტყვი, რომ მა­რი­ა­მი ვუნ­დერ­კინ­დი იყო. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი გახ­ლდათ. უყ­ვარ­და ბავ­შვე­ბი, გარ­თო­ბა, მაგ­რამ სწავ­ლა­ზე არა­სო­დეს სჭირ­დე­ბო­და შეხ­სე­ნე­ბა, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს ას­წრებ­და. თა­ვად აირ­ჩია, სად ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. შემ­დეგ, როცა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, თა­ვი­სი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შრო­მით გა­მო­ი­ჩი­ნა თავი.

ზო­გი­ერ­თე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მე და­ვეხ­მა­რე წინსვლა­ში, რაც აბ­სურ­დია. იქ არის კო­მი­სია და ის გა­ნი­ხი­ლავს თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტის სა­კითხს. მა­რი­ამ­საც დიდ­ხანს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, რის შემ­დე­გაც ან­დეს ასე­თი სა­პა­სუ­ხიმ­გებ­ლო მი­სია. იხილეთ სრულად