"ბოიკოტის საკითხზე უკვე თავადაც უჭირთ კომენტარის გაკეთება - უკვე არასერიოზული გახდა ბოიკოტის და არაბოიკოტის საკითხი" - კვირის პალიტრა

"ბოიკოტის საკითხზე უკვე თავადაც უჭირთ კომენტარის გაკეთება - უკვე არასერიოზული გახდა ბოიკოტის და არაბოიკოტის საკითხი"

მინდა შევახსენო, რომ თუ ისინი კომიტეტებზე სიარულს აპირებენ, კომიტეტების მიმართ ბოიკოტი არ არსებობს, ამიტომ ასეთი ინსტრუმენტი ჩვენს რეგლამენტში არ არის და ერთადერთი ბოიკოტი შეუძლიათ გამოუცხადონ პლენარულ სხდომებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნულ საკითხი უკვე არასერიოზული გახდა.

„ბოიკოტის საკითხზე უკვე თავადაც უჭირთ კომენტარის გაკეთება და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც უჭირთ. უკვე არასერიოზული გახდა ბოიკოტის და არაბოიკოტის საკითხი. მოვისმინეთ, რომ წყვეტდნენ ბოიკოტს, შემდეგ მოვისმინეთ, რომ ნაწილობრივ წყვეტდნენ ბოიკოტს. მინდა შევახსენო, რომ თუ ისინი კომიტეტებზე სიარულს აპირებენ, კომიტეტების მიმართ ბოიკოტი არ არსებობს, ამიტომ ასეთი ინსტრუმენტი ჩვენს რეგლამენტში არ არის და ერთადერთი ბოიკოტი შეუძლიათ გამოუცხადონ პლენარულ სხდომებს. არ ვიცი ეს იცოდნენ თუ არა, ისინი კომიტეტების სხდომებზე ბოიკოტის პროცესში არც იყვნენ, ასე რომ არც არაფერს არ წყვეტენ იმიტომ, რომ ბოიკოტი არ არსებობს ამის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.