"ფასდაუდებელია რუსეთის დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დამყარებასა და განმტკიცებაში - გისურვებთ ახალ გამარჯვებებს" - კვირის პალიტრა

"ფასდაუდებელია რუსეთის დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დამყარებასა და განმტკიცებაში - გისურვებთ ახალ გამარჯვებებს"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერი“, ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „სამშობლოს დამცველის დღეს“ ულოცავს.

„თქვენ ასრულებთ თქვენი სამშობლოს მტრის საფრთხეებისგან დაცვის უმთავრეს ამოცანას. ფასდაუდებელია რუსეთის ფედერაციის დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დამყარებასა და განმტკიცებაში“, - წერს ბჟანია მისალოც წერილში.

ბჟანია პუტინს „ახალ გამარჯვებებს“ უსურვებს.

„ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! ნება მომეცით, გისურვოთ ჯანმრთელობა, ახალი გამარჯვებები, მშვიდობა და კეთილდღეობა!”, - წერს ბჟანია.