"სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს" - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი? - კვირის პალიტრა

"სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს" - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?

სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ესპანეთის პრემიერ-მინისრტ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენზე ზეწოლა ომამდე უფრო დიდი იყო. ხოლო შეჭრის დაწყებიდან ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთი არა სახელმწიფო, არამედ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომ მოსაკლავად და ტერიტორიების დასაპყრობად მოვიდა. ყველამ გაიგო, უკრაინისა და ყველაფერ უკრაინულის განადგურების საკითხი დგას”, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინაზე ზეწოლა “შეუძლებელია”.

“სურს ვინმეს? კი. მაგრამ ეს ხალხი ხმამაღლა ნაკლებად საუბრობს და ეს მშვენიერია, უკეთ ესმით აქამდე ვისთან ჰქონდათ დიალოგი… აზრი არ აქვს უკრაინაზე ზეწოლას. რადგან სხვა შემთხვევაში რუსეთი ევროპაზე ზეწოლისთვის ევროპაში მოვა”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"