"ხალხი ჩვენი ძალებით ვცდილობთ თავი გადავირჩინოთ" - პარალიზებული რიკოთი: რა ხდებოდა მთელი ღამე უღელტეხილზე, სადაც მეწყერისა და ავარიის გამო მოძრაობა გაჩერდა (ფოტო,ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ხალხი ჩვენი ძალებით ვცდილობთ თავი გადავირჩინოთ" - პარალიზებული რიკოთი: რა ხდებოდა მთელი ღამე უღელტეხილზე, სადაც მეწყერისა და ავარიის გამო მოძრაობა გაჩერდა (ფოტო,ვიდეო)

რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ფერ­ხე­ბუ­ლი იყო. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ მათ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ან სა­ცობ­ში უწევთ ყოფ­ნა და გზა ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ხერ­გი­ლია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე ერ­თმა­ნეთს 2 სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. ასე­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მოწ­ვა მე­წყე­რი, რა­მაც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

გვი­ან ღა­მით, გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა:

"რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის, კერ­ძოდ ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის, ქარ­ბუ­ქის, ლი­პყი­ნუ­ლის და ცუდი ხილ­ვა­დო­ბის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი–სე­ნა­კი–ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ132–კმ163 (სუ­რა­მის კვან­ძი-სა­ქას­რია) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ად­გი­ლი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო-ვი­დე­ო­კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბო­და, რო­მელ­საც თან ახ­ლდა კო­მენ­ტა­რე­ბი, თუ რა ხდე­ბო­და უღელ­ტე­ხილ­ზე:

"4ის ნა­ხე­ვარ­ზე წა­მო­ვე­დით ტყი­ბუ­ლი­დან, 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე უკვე ამ მე­წყერს შე­ვე­ჩე­ხეთ, ზუს­ტად 15 წუთ­ში ჩავ­დე­ქით სა­ცობ­ში და ახ­ლაც, დი­ლის 2 სა­ათ­ზე ისევ რე­კო­თის შე­სას­ვლელ­ში ვართ, უფრო სწო­რად შე­სას­ვლე­ლამ­დე 4 კი­ლო­მეტ­რი გვაკ­ლია. ყუ­რა­დღე­ბა - 0, ხალ­ხი ჩვე­ნი­ვე ძა­ლე­ბით ვცდი­ლობთ თავი გა­და­ვირ­ჩი­ნოთ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - 0, კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს.

ჩემი პრო­ფე­სია გა­მო­ვი­ყე­ნე, დავ­რე­კე შსს-სთან, გზა გახ­სნი­ლია და უკვე გახ­ვალთ მა­ლეო, ეს მი­თხრა სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე, მე კი­დევ ისევ იმ ად­გილ­ზე უკვე 6 სა­ა­თის შემ­დეგ ვდგა­ვარ, ვის მო­ე­თხო­ვე­ბა ამა­ზე პა­სუ­ხი? ვი­ნაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ხე­ე­ბი რომ გვე­ცე­მა თავ­ზე? შუა რი­კოთ­ზე გა­ყი­ნუ­ლე­ბი რომ ვდგა­ვართ? ერთი მხრი­დან ზვა­ვი­აო და ამ მე­წყერს უთი­თე­ბენ (ეს ის კლდეა ჯერ მარ­ტო 2020-ში რომ უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო), მე­ო­რე მხრი­დან ტრა­ი­ლე­რე­ბი შე­ე­ჯახ­ნენ ერ­თმა­ნეთ­სო, ისევ გა­მო­ვი­ყე­ნე ჩემი პრი­ვი­ლე­გია და გა­იხ­სნა გზა, მალე გახ­ვალ­თო- მი­ვი­ღე პა­სუ­ხად. გა­ვი­და 1 სა­ა­თი და პო­ლი­ცია მე­უბ­ნე­ბა თუ და­სარ­ჩე­ნი გაქვთ გაბ­რუნ­დი­თო (სა­ა­ა­ა­ა­ად) , პა­სუ­ხი ისევ არ არ­სე­ბობს, არც იმის პა­სუ­ხი არ­სე­ბობს, რო­დის გა­ვაღ­წევთ ამ კოშ­მა­რი­დან. გი­ლო­ცავთ, რა ვიცი, წყა­ლი და­ლი­ეთ, გულ­ზე არ და­გად­გეთ ჩვე­ნი ლოც­ვა - კურ­თხე­ვა" - წერს მა­რი­ამ ჩა­ფი­ძე. (გააგრძელეთ კითხვა)