„საიდან ხარ? - საქართველოდან...“ - ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ ჟიურის წინაშე წარდგა
სულ ცოტა ხნის წინ ნუცა ბუზალაძემ გულშემატკივრებს ამცნო, რომ ის მონაწილეობას პროექტ "ამერიკის ვარსკვლავში" იღებდა. ნუცა პირველი ქართველია, რომელმაც ამ შოუს შესარჩევი ეტაპების გავლა და მასში მოხვედრა შეძლო.
ამჯერად ნუცა ბუზალაძე აქვეყნებს „ამერიკის ვარსკვლავის“ მეორე ეპიზოდის პრომოს, სადაც მისი გამოსვლის ნაწილი ჩანს. ნუცა კითხვაზე, საიდანაა ის, პასუხობს, რომ "ჯორჯიიდან", თუმცა უწევს დააზუსტოს, რომ ეს ქვეყანაა და არა შტატი, მით უფრო, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი სწორედ ჯორჯიის შტატიდანაა.
ნუცას ხილვა „ამერიკის ვარსკვლავში“ 26 თებერვალს შეგვიძლია.