უკრაინის სოლიდარობის აქცია სახელად - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ დაიწყო - კვირის პალიტრა

უკრაინის სოლიდარობის აქცია სახელად - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ დაიწყო

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია სახელად - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ დაიწყო.

რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები არიან შეკრებილი.

მოქალაქეთა ნაწილი თავდაპირველად რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტთან მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციას მსვლელობით შემოუერთდნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა.

დედაქალაქის პარალელურად სოლიდარობის გამოსახატავად მოქალაქეები ბათუმსა და ქუთაისშიც იკრიბებიან.

"ინტერპრესნიუსი"