"ლელოს“ რამეში შეერთება რომ სურდეს, ამ შეერთების ინიციატორი იქნებოდა - ვინც აქციაზე სიტყვით გამოვიდა, თავისი პოზიციები გაახმოვანა, ჩვენ კი ჩვენი გზა გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ლელოს“ რამეში შეერთება რომ სურდეს, ამ შეერთების ინიციატორი იქნებოდა - ვინც აქციაზე სიტყვით გამოვიდა, თავისი პოზიციები გაახმოვანა, ჩვენ კი ჩვენი გზა გვაქვს"

„ლელოს“ რამეში შეერთება რომ სურდეს, ამ შეერთების ინიციატორი იქნებოდა - ვინც აქციაზე სიტყვით გამოვიდა, თავისი პოზიციები გაახმოვანა, ჩვენ კი ჩვენი გზა გვაქვს, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერის, აკია ბარბაქაძის მიერ გუშინ, პერმანენტული აქციების დაანონსებას.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, „ლელომ“ გუშინ, კიევში ყოფნით უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება მოახდინა.

„ლელოს“ რაიმეში შეერთება რომ სურდეს, ამ შეერთების ინიციატორი იქნებოდა. „ლელო“ გუშინ თავისი ხელმძღვანელებით წარმოდგენილი იყო კიევში, რადაში, უკრაინელ ხალხთან, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირებით. ჩვენ არ ვიყავით არც გუშინდელი აქციის ორგანიზატორები, არც სცენაზე გინახივართ. ვინც იქ გამოვიდა, თავისი პოზიციები გაახმოვანა. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღეს უსუფაშვილი კოჯორში იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ მსოფლიოში არაა აუცილებელი მსხვერპლის გაღება ბრძოლის ველზე, არამედ „მტერს დიპლომატიურ და საერთაშორისო ველზე უნდა ვებრძოლოთ“.

„იუნკრების გმირობა, სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში გადაფარა საბჭოთა იმპერიამ. დღეს მათი სახით სამაგალითო ხალხი გვყავს და სწორება მათ ღირსებასა და ვაჟკაცობაზეა. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში სხვა სენტიმენტები ისმის სამშობლოსთან, სამშობლოსთვის თავგანწირვასთან დაკავშირებით, მტრის და მოყვრის ვერ გარჩევასთან დაკავშირებით. ამ ახალგაზრდებმა და მათ, ვინც მაშინ ამ ახალგაზრდებს წინ მოუძღოდა, იცოდნენ, რომ მტერს ებრძოდნენ. მტერთან მტკიცე დახვედრა აუცილებელია. დღევანდელ მსოფლიოში არაა აუცილებელი მსხვერპლის გაღება ბრძოლის ველზე. დღევანდელ მსოფლიოში მტერს დიპლომატიურ და საერთაშორისო ველზე უნდა ვებრძოლოთ. ამისთვის გჭირდება რაც შეიძლება მეტი პარტნიორი და მხარდამჭერი მთელ მსოფლიოში. ამ საკითხში ბოლოს ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების გმირობა შეგვაძლებინებს ამ რთული პერიოდის გადალახვას და საქართველო თავისუფალ სამყაროსთან ერთად იქნება ბედნიერი და მთლიანი როგორც ტერიტორიულად, ისე საზოგადოებრივად“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.