"ეს მხოლოდ საამაყოა... დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ჩვენთვის მრავალი წელია დაკეტილია" - რას ამბობს თინა კანდელაკი მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მისი მეუღლე დაასანქცირა - კვირის პალიტრა

"ეს მხოლოდ საამაყოა... დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ჩვენთვის მრავალი წელია დაკეტილია" - რას ამბობს თინა კანდელაკი მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მისი მეუღლე დაასანქცირა

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის წლის­თავ­ზე, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში კი­დევ 92 ადა­მი­ა­ნი და­ა­მა­ტა, რო­მელ­თა­გან 70-ზე მეტი მსხვი­ლი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან.

სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში მოხ­ვდნენ "გა­ზპ­რო­მი­სა" და აერ­ოფ­ლო­ტის 20 ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, მათ შო­რის "გა­ზპ­რო­მის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ვიქ­ტორ ზუბკო­ვი და ორი მოქ­მე­დი რუსი მი­ნის­ტრი.სან­ქცი­ე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს 5 ირა­ნელ ჩი­ნოვ­ნიკს Qods Aviation Industry-დან, იმ თვითმფრი­ნა­ვე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია იყე­ნებ­და უკ­რა­ი­ნა­ში. სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში მოხ­ვდა თინა კან­დე­ლა­კის მე­უღ­ლე ვა­სილ ბროვ­კო. კან­დე­ლა­კი მე­უღ­ლის და­სან­ქცი­რე­ბას "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თარ არხზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

- ჩემი მე­უღ­ლე ვა­სი­ლი ბროვ­კო ისევ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­შია. ახლა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და­ე­მა­ტა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და კა­ნა­დას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მინ­და ერთ რა­მე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა.

პირ­ვე­ლი, რო­გორც ვა­სი­ლის­თვის, ასე­ვე ჩემ­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხალ­ხი, მისი კულ­ტუ­რა - ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე არ არის. ჩვენ არ შევ­წყვეტთ ამე­რი­კუ­ლი ან ბრი­ტა­ნუ­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნას, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბას, ფეხ­ბურ­თის ყუ­რე­ბას, ამ ქვეყ­ნე­ბის ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბას. სან­ქცი­ებს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აწე­სე­ბენ მათი ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მო­დი­ან და მი­დი­ან. სან­ქცი­ე­ბი ჩვენ­თვის არ ნიშ­ნავს ავ­ტო­მა­ტურ სი­ძულ­ვილს ან კულ­ტუ­რის „და­ქენ­სე­ლე­ბას,“ რო­გორც ეს მო­დუ­რია დღეს და­სავ­ლეთ­ში რუს ხალ­ხთან და რუ­სულ კულ­ტუ­რას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. (გააგრძელეთ კითხვა)