"როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს, თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“
პოლონელებს და ლიეტუველებს ჩვენნაირი დიქტატურა სურთ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთისა და ლიეტუვის ხალხის სურვილები მათი მთავრობების ქმედებებს არ ემთხვევა.
„როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს და თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“. მაგრამ ლიეტუვისა და პოლონეთის ხალხის სურვილები მათი მთავრობების სურვილებსა და ქმედებებს არ ემთხვევა, მაგრამ ხალხი გაერკვევა. პოლონელები ხომ უტვინოები არ არიან, ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. ლიეტუველებიც საერთოდ არ არიან უტვინოები. გაერკვევიან, უახლოეს მომავალში მათაც ექნებათ არჩევნები. ასე რომ ვნახავთ, რამდენად დემოკრატიულად ჩაივლიან. თუ მთავრობა ხალხს ხმის უფლებას არ მისცემს, მაშინ ხალხი მათ გადააყენებს”, - განაცხადა ლუკაშენკომ.