ხატია ბუნიათიშვილმა კონცერტები გადადო - რა ინფორმაცია ვრცელდება მომღერლის საკონცერტო ტურნეებზე?
ცნობილი ქართველი პიანის, ხატია ბუნიათიშვილის საკონცერტო ტურნეში ცვლილებებია. კონცერტები, რომელიც დაგეგმილი იყო მაისში რამდენიმე თვით გადაიდო.
გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პიანისტის დებიუტი Stern Auditorium / Perelman Stage-ში, პირველი შვილის მოახლოებული დაბადების გამო, 11 მაისის ნაცვლად, 19 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც მუსიკოსის ოფიციალური ფეიჯიდან გავარკვიეთ, ხატია კონცერტებს 4 აპრილის ჩათვლით გამართავს, შემდეგ კი 27 აგვისტომდე დაისვენებს. მიზეზი ორსულობაა.