"ბად­რი ესე­ბუ­ას ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გა­მოც ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან" - რას აცხადებს ესებუას ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ბად­რი ესე­ბუ­ას ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გა­მოც ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან" - რას აცხადებს ესებუას ადვოკატი?

"ბად­რი ესე­ბუ­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს - სა­ხელ­მწი­ფო ბად­რი ესე­ბუ­ას იმის გამო სჯის, რაც არ ჩა­უ­დე­ნია", - ამის შე­სა­ხებ ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტებ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ და ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­მა "მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­დეს.

ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მა­სა­ლებ­ში არ­სე­ბობს ე.წ. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რაც არ არის პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­იძ­ლე­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა."და­ზა­რა­ლე­ბულ­თა­გან არც ერთი არ სა­უბ­რობს ბად­რი ესე­ბუ­ა­ზე. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სიმ­წი­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს მო­საზ­რე­ბაა, რომ ბად­რი ესე­ბუ­ამ ჩა­ი­დი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. მა­სა­ლებ­ში არ­სე­ბობს ე.წ. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რაც არ არის პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­იძ­ლე­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა. არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, ერ­თა­დერ­თი ე.წ. ოპე­რა­ტორ­თან ზა­რია, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ბან­კში რე­კავს და სესხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რობს. პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ და­ვუშ­ვათ ვი­ღაც ხელს ადებს, ან დნმ - მსგავ­სი, რამ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ.

ამას­თან, ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბად­რი ესე­ბუა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმუ­ლი აზ­რის გამო, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ბად­რი ესე­ბუ­ას დევ­ნიდ­ნენ, რად­გან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია გა­აჩ­ნდა, რა­საც საქ­მის თავ­და­ყი­რა და­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლო.

"სა­ხელ­მწი­ფო ბად­რი ესე­ბუ­ას სჯის, იმის გამო რაც არ ჩა­უ­დე­ნია. მას და­უ­ჭი­რეს ძმა და ამ საქ­მეს არა­ფე­რი სა­ერ­თო არ აქვს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ბად­რი ესე­ბუ­ას ინ­ტე­რე­სე­ბი და­ვიც­ვათ. ბად­რი ესე­ბუ­ას ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გა­მოც ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან. მას დევ­ნიდ­ნენ და იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას შე­ა­ხო­ცეს ხელი. ის არ იმ­ყო­ფე­ბო­და იმ დრო­ი­სათ­ვის ზუგ­დიდ­ში, რო­დე­საც ბან­კის ძარ­ცვა მოხ­და. მას ეში­ნო­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო დას­ჯი­და და შე­სა­ბა­მი­სად, არ ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თუმ­ცა იმის თქმა, რომ ის იმა­ლე­ბო­და არ არის მარ­თე­ბუ­ლი.

ბად­რი ესე­ბუ­ამ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი აზრი და­ა­ფიქ­სი­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ამის გამო ის იდევ­ნე­ბო­და და ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან. არა ერთხელ მი­ვიდ­ნენ და სთხო­ვეს, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა.რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო ბად­რი ესე­ბუა და რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­სა­ჯა სა­ხელ­მწი­ფოს, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის, ბად­რი ესე­ბუ­ას­გან“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.