"ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია"
დღევანდელ პირობებში, როდესაც ნატო-ს ყველა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადა თავისი მთავარი მიზანი, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მარცხი მოყენებას გულისხმობს, რათა, როგორც ისინი ამბობენ, ჩვენი ხალხი დაზარალდეს, როგორ შეგვიძლია ამ პირობებში უგულებელვყოთ მათი ბირთვული შესაძლებლობები? - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიას „როსია 1“-ს განუცხადა.
კრემლის ლიდერის თქმით, დასავლეთს რუსეთის ლიკვიდაცია სურს.
„მათ ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმითვე, დასავლეთი უკრაინის მიერ ჩადენილი "დანაშაულების" ირიბი თანამონაწილე იყო.
"ინტერპრესნიუსი"