“ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში”
9 წლის წინ რუსული აგრესია ყირიმში დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში დააბრუნებენ.
“ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
"ინტერპრესნიუსი"