"არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე" - კვირის პალიტრა

"არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე"

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ თუ რუსეთის არსებობის საკითხი დადგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობაც.

„თუ თავად რუსეთის არსებობის საკითხი სერიოზულად დადგება, ეს, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის შემდგომი არსებობის საკითხთან ერთად, უკრაინის ფრონტზე არ გადაწყდება. აქ არანაირი ორაზროვნება არ უნდა არსებობდეს. ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის მტრები "კიევის რეჟიმს" იარაღს აწვდიან და ამით შესაძლო მოლაპარაკებებს აფერხებენ და მეტიც, მათი ქმედებები „სრულ ფიასკოსა და აპოკალიფსს“ იწვევს.

IPN