თურქეთში მორიგი, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

თურქეთში მორიგი, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები

თურ­ქეთ­ში კი­დევ ერთი მი­წისძვრა მოხ­და. მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი ქა­ლა­ქი მა­ლა­თაი იყო. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რე 5,6 მაგ­ნი­ტუ­და იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრას ნგრე­ვა მოჰ­ყვა, ჩა­მო­ინ­გრა წინა მი­წისძვრის დროს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი.. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 69 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და და ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მაშ­ვე­ლე­ბი ეძე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 6 თე­ბერ­ვალს ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და, რო­მელ­მაც ნგრცვა გა­მო­იწ­ვია. მი­წისძვრას 50 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მას შემ­დეგ თით­ქმის ყო­ველ დღე ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა სიმ­ძლავ­რის მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა.

ambebi.ge