"ეს რუსული კანონი "კუდიანებზე" ნადირობას ჰგავს - დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა! უმოქმედობა დაუშვებელია" - კვირის პალიტრა

"ეს რუსული კანონი "კუდიანებზე" ნადირობას ჰგავს - დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა! უმოქმედობა დაუშვებელია"

ეს რუსული კანონი „კუდიანებზე" ნადირობას ჰგავს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. უცხოურ აგენტებზე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას" ევროპა არ სჭირდება და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ ხალხს ეს ისტორიული შესაძლებლობა წაართვას.

„დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა! უმოქმედობა დაუშვებელია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, წაართვას ჩვენს შვილებს მომავალი!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

IPN