"თავისუფალი სამყაროს ხმა: გადაარჩინე სააკაშვილი" - კვირის პალიტრა

"თავისუფალი სამყაროს ხმა: გადაარჩინე სააკაშვილი"

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმაურება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი და აცხადებს, რომ ეს არის თავისუფალი სამყაროს ხმა.

“ეს არ არის ერთი ევროპარლამენტარის ხმა.

ეს არის მთელი ევროპარლამენტის, მრავალ ეროვნული პარლამენტის და პატივცემული საჯარო პირების განცხადება.

დღეს ეს არის ევროკავშირის 27 ქვეყნის ხმა.

თავისუფალი სამყაროს ხმა: #გადაარჩინე სააკაშვილი”, - წერს ფოტიგა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. დიპლომატის თქმით, ამ დემარშს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა

"ინტერპრესნიუსი"