სად დაემატება ე.წ ბასლაინები - რას ამბობს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი?
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი საუბრობს, თუ სად დაემატება წლის ბოლომდე ე.წ. ბასლაინები.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში წილოსანი განმარტავს, ე.წ. ბასლაინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დადიანის გამზირზე და ასევე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე დაემატება.
„ხშირად აპელირებენ, რომ მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე ხდება ე.წ. ბასლაინების გაკეთება, ეს მინიმუმ, მცდარი ინფორმაციაა. ე.წ. ბასლაინები გლდანში - ვეკუა-ხიზანიშვილზე სწორედ მაშინ გაკეთდა, როცა გაკეთდა ჭავჭავაძეზე. ე.წ. ბასლაინი საკმაოდ ბევრ ადგილას გვაქვს გაკეთებული - ქეთევან წამებულზე, ვარკეთილში, დიდ დიღომში, თამარ მეფეზე, თამარაშვილზე, შესაბამისად, ახლა ამ წრის შეკვრა მიმდინარეობს. ე.წ. ბასლაინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, დადიანის გამზირზე დაემატება“, - განაცხადა წილოსანმა.