"მაგაზე უკეთესი არაფერი გეჭამოს..." - ქეთა თოფურიას სოციალურ ქსელში დასცინიან იმ ვიდეოს გამო, რომლითაც რუსეთში "მაკდონალდსის“ შემცვლელ კომპანიას არეკლამებს
ქეთა თოფურია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სასაცილო მდგომარეობაში, მას შემდეგ, რაც რუსული ბურგერის რეკლამა გადაწყვიტა. მომღერალმა ინსტაგრამის "სთორიში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსული სწრაფი კვების ობიექტის "Вкусно - и точка"-ს ("გემრიელი - და წერტილი") ბურგერს მიირთმევს და ამბობს, რომ ვერ წარმოედგინა "ბიგ მაკზე" გემრიელი ბურგერის გაკეთება თუ შესაძლებელი იყო.
"ვიპოვე ჩემი საყვარელი ბურგერი "Вкусно - и точка"-ში, "გრანდ დე ლუქსი“ ჰქვია და რისი თქმა მინდა, "ბიგ მაკზე“ გემრიელი რამის გაკეთება მეგონა შეუძლებელი იყო. თუმცა, თქვენით ვამაყობ. ეს რეკლამა არ არის...“ -ამბობს თოფურია.
ტიკ - ტოკზე გამოქვეყნებულ მომღერლის ვიდეოს უამრავი დამცინავი კომენტარი მოყვა. სოციალურ ქსელში წერენ:
"მაგაზე უკეთესი არაფერი გეჭამოს ცხოვრებაში“"როგორ უხდება მშობლიურ ენაზე ლაპარაკი""ბავშვი რომ გკითხავს, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ეს და კანდელაკი უნდა აჩვენო...“"მაგაზე გერმრიელი არაფერი გეჭამოს...“ შეგახსენებთ, ამერიკულმა სწრაფი კვების გიგანტმა, McDonald's-მა რუსული ბაზარი 2022 წლის მაისში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა. ივნისში კი, ყოფილი რესტორნების ქსელის ადგილას, ახალი მესაკუთრისა და ბრენდის ქვეშ სწრაფი კვების ობიექტი "Вкусно - и точка" გაიხსნა. გააგრძელეთ კითხვა