სკანდალი შოუ-ბიზნესში: ია მანიჟაშვილი რუსა მორჩილაძის წინააღმდეგ საავტორო უფლებებზე დავას იწყებს - როგორია კომპოზიტორის პასუხი? "როგორც მინდა, ისე ვიმღერებ" - კვირის პალიტრა

სკანდალი შოუ-ბიზნესში: ია მანიჟაშვილი რუსა მორჩილაძის წინააღმდეგ საავტორო უფლებებზე დავას იწყებს - როგორია კომპოზიტორის პასუხი? "როგორც მინდა, ისე ვიმღერებ"

ია მა­ნი­ჟაშ­ვი­ლი რუსა მორ­ჩი­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ზე და­ვის წა­მო­წყე­ბას აპი­რებს. მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც 2000-იანი წლებ­ში დას­თან ერ­თად დუეტ "ემით" გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, მე­ა­თე წე­ლია, რაც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. იას მე­უღ­ლეც ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სია - და­ვის ახლა ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია აქვს და წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობს.

Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ია ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის სიმ­ღე­რებს უკა­ნო­ნოდ ას­რუ­ლე­ბენ, ამის მა­გა­ლი­თი კი გელა გნო­ლი­ძის ბენ­დია. უფრო მე­ტიც, მუ­სი­კო­სის თქმით, სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ კომ­პო­ზი­ტორ­მა რუსა მორ­ჩი­ლა­ძემ ჯგუ­ფის რე­პერ­ტუ­ა­რის­თვის და­უ­წე­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვი­დან გა­ყი­და...

დე­ტა­ლებ­ზე ია ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს, თუმ­ცა მა­ნამ­დე ამე­რი­კუ­ლი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვიყ­ვა...

- ია, ამე­რი­კა­ში რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, თქვე­ნი ოც­ნე­ბა ახდა და თქვენ და მე­უღ­ლეს, და­ვის, ნიუ-იორკში სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია გაქვთ...

- მე­ა­თე წელი და­ი­წყო, რაც ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობთ, ჩვე­ნი ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი და­ვის, ჩემი მე­უღ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა იყო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით მი­დი­ო­და პან­დე­მი­ამ­დე. პან­დე­მი­ის დროს ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში არა­ფე­რი გვრჩე­ბო­და მუ­სი­კის კე­თე­ბის და ფიქ­რის გარ­და. სწო­რედ მა­შინ მივ­ხვდით, რომ რო­გორც სამ­ყა­რო­ში იწყე­ბო­და ცვლი­ლე­ბე­ბი, ისე ჩვენც უნდა შეგ­ვეც­ვა­ლა რა­ღა­ცე­ბი. გა­დავ­წყვი­ტეთ დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა კომ­პა­ნია DAVI MC Production. ამე­რი­კა­ში და­ვიმ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა სა­უნდ ინ­ჟი­ნე­რია და ვი­დეო ფრო­დაქ­შე­ნი, თუმ­ცა­ღა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ამ სფე­რო­ში მუ­შა­ობ­და და უკვე საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და…

სტუ­დი­ა­ში გარ­და სიმ­ღე­რის ჩა­წე­რი­სა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა, მონ­ტა­ჟი, რო­გორც ფო­ტო­ებ­ზე ვნა­ხე, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სივ­რცე, რო­მე­ლიც რო­გორც ფოტო, ისე ვი­დეო გა­და­ღე­ბე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა....

- ეს არის Music & Video production, რო­მე­ლიც ერთ სივ­რცე­ში აერ­თი­ა­ნებს ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ას, ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბე­ბის პა­ვი­ლი­ო­ნებს. სტუ­დი­ა­ში გვაქვს სხვა­დას­ხვა სტი­ლის დე­კო­რა­ცი­ე­ბი, სცე­ნე­ბი, ციკ­ლო­რა­მა და ლა­ზე­რუ­ლი გა­ნა­თე­ბე­ბი. სრუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და აპა­რა­ტუ­რა მუ­სი­კა­ლუ­რი რგო­ლე­ბი­სა და ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბის­თვის. დღეს ამ ტიპი სტუ­დი­ებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სტუ­დია ვართ ნიუ იორკში.

- შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც davimcproduction_d.m.a.records-ში შე­იქ­მნა?

- პირ­ვე­ლი კა­მე­რა და დრო­ნი პან­დე­მი­ის დროს შე­ვი­ძი­ნეთ. ახა­ლი ჩა­წე­რი­ლი მქონ­და ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის სიმ­ღე­რა „ნახ­ვამ­დის“ და სწო­რედ ჩემ­ზე გა­ტეს­ტა და­ვიმ... მა­ლე­ვე მოყ­ვა მე­ო­რე ვი­დეო ჯგუ­ფის the pandemic, რომ­ლის ვო­კა­ლის­ტიც უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლი ამი­კო ლო­მიშ­ვი­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე აღ­მოჩ­ნდა და დღეს დავი და ამი­კო ერ­თად უძღვე­ბი­ან პრო­დაქ­შე­ნის მარ­თვას.

- ვინ არი­ან თქვე­ნი დამ­კვე­თე­ბი, ძი­რი­თა­დად, ალ­ბათ, ამე­რი­კულ მუ­სი­კა­ლურ ბა­ზარ­ზე მუ­შა­ობთ? გააგრძელეთ კითხვა