10 ფილმი, რომლის ყურებასაც მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი გვირჩევს - კვირის პალიტრა

10 ფილმი, რომლის ყურებასაც მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი გვირჩევს

"კი­ნოს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. კარ­გმა ფილმმა ან ეკ­რა­ნულ­მა გმირ­მა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის თუ გან­ცდე­ბის გარ­და, შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის სწორ შე­ფა­სე­ბა­ზეც კი მო­ახ­დი­ნოს ზე­გავ­ლე­ნა. ფილ­მი ხან­და­ხან გან­ტვირ­თვა­შიც გვეხ­მა­რე­ბა, ადა­მი­ანს, ანი­ჭებს მხნე­ო­ბას და ზოგ­ჯერ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაგ­ვყვე­ბა, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ვაჟ­კა­ცო­ბის კარ­გი მა­გა­ლი­თი. არ და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი ბავ­შვო­ბის ემო­ცი­ე­ბი ამა თუ იმ ფილ­მის ნახ­ვი­სას. უდი­დე­სი კვა­ლი და­ტო­ვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბავ­შვო­ბა­ში ნა­ნახ­მა ფილ­მებ­მა: "ფან ფან ტიტა", "ბაში-აჩუ­კი" თუ "სამი მუშ­კე­ტე­რი", - გვი­თხრა ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა რეზო ჩხიკ­ვიშ­ვილ­მა, რო­დე­საც ვთხო­ვეთ და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა 10 ფილ­მი, რის ყუ­რე­ბა­საც ჩვენს მკი­თხველს ურ­ჩევ­და.

მაშ ასე, რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ათე­უ­ლი ასე­თია:

1. "ნატ­ვრის ხე“

თენ­გიზ აბუ­ლა­ძის მხატ­ვრუ­ლი ტრი­ლო­გი­ის მე­ო­რე ფილ­მი, რო­მე­ლიც 1976 წელს გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის მო­თხრო­ბე­ბის მი­ხედ­ვით არის გა­და­ღე­ბუ­ლი. სცე­ნა­რის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: რევაზ ინა­ნიშ­ვი­ლი და თენ­გიზ აბუ­ლა­ძე. ტრი­ლო­გი­ის და­ნარ­ჩე­ნი ფილ­მე­ბია: "ვედ­რე­ბა“ და "მო­ნა­ნი­ე­ბა“.

2. "მო­ნა­ნი­ე­ბა“

თენგზ აბუ­ლა­ძის ტრი­ლო­გი­ის ბოლო ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც 1984 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე და აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას დღემ­დე არ კარ­გავს. მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა კი, 1987 წელს, კან­ში გა­ი­მარ­თა. კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ფილმმა 3 ჯილ­დო მი­ი­ღო: ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი, კი­ნოპ­რე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­მია "ფიპ­რე­სი" და კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის ჟი­უ­რის პრი­ზი ჰუ­მა­ნიზ­მი­სათ­ვის.

3. "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“.

რე­ჟი­სორ ელდარ შენ­გე­ლა­ი­ას "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“ ეკ­რა­ნებ­ზე 1968 წელს გა­მო­ვი­და. ეს სა­ოც­რად მარ­ტი­ვი ფილ­მი იმ­დე­ნად გე­ნი­ა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ დროს გა­უძ­ლო და პი­პი­ნია, აგუ­ლი, გლა­ფი­რა, შავ­ლე­გი, აკი­მი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მუდ­მი­ვი თა­ნამ­გზავ­რე­ბი გახ­დნენ.

4. "არ და­ი­დარ­დო“

გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას ფილ­მი, გა­და­ღე­ბუ­ლია 1969 წელს. იგი ეფუძ­ნე­ბა კლოდ ტი­ლი­ეს რო­მანს "ჩემი ბი­ძია ბენ­ჟა­მე­ნი“, წარ­მო­ად­გენს მის თა­ვი­სუ­ფალ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას.

5. "შინდლე­რის სია“ გააგრძელეთ კითხვა