"რეალურად ციხე მაგისთვისაც არის, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდე და მოინანიო..." - რას ჰყვება "ბახალა", რომელიც ახლახან გათავისუფლდა პატიმრობიდან? - კვირის პალიტრა

"რეალურად ციხე მაგისთვისაც არის, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდე და მოინანიო..." - რას ჰყვება "ბახალა", რომელიც ახლახან გათავისუფლდა პატიმრობიდან?

6-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილ­მა ("ბა­ხა­ლამ") ციხე და­ტო­ვა. მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით - 0.3726 გრა­მი ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის (სუ­ბუ­ტექ­სი) შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის საქ­მე­ზე. მსა­ხი­ო­ბი ბრალს არ აღი­ა­რებ­და და ამ­ბობს, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­უ­დეს, რად­გან არ დას­თან­ხმდა პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნას მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

"რუს­თა­ვი 2" - ის გა­და­ცე­მა­ში "პორ­ტრე­ტი ინ­ტე­რი­ერ­ში" გა­ნა­ცხა­და, რომ ცი­ხემ შეც­დო­მებ­ზე და­ა­ფიქ­რა.

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი:

"აქ ბევ­რი რა­ღაც დავ­ტო­ვე, 35 წლის ნაგ­რო­ვე­ბი სამ­ყა­რო და უცებ ამომ­გლი­ჯეს და გა­და­მაგ­დეს სხვა რე­ა­ლო­ბა­ში. ჯო­ჯო­ხე­თი იყო, ვერ ვხვდე­ბო­დი იქ რა­ნა­ი­რად უნდა მე­ცხოვ­რა. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი შიში ის იყო, რომ გა­რეთ ყვე­ლა დამ­ხვედ­რო­და ცო­ცხლად და ჯან­მრთე­ლად.

ჩემი ის­ტო­რია ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ველ წელს ვერ ჩა­ვა­ბა­რე, შემ­დეგ იყო ტე­ლე­ვი­ზია. რო­დე­საც დავ­ლაგ­დი, სამ­ყა­რომ ახა­ლი სა­ჩუქ­რე­ბი გა­მო­უშ­ვა და მოვ­ხვდი ცი­ხე­ში. თა­ვი­დან რვა წელი რომ მო­მი­სა­ჯეს და ახ­ლოს არ იყო გა­მოს­ვლის პერ­სპექ­ტი­ვა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ვერ­თე იქა­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. 4 წლის შემ­დეგ, რომ მივ­ხვდი, ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ახ­ლოვ­დე­ბო­და, შფოთვე­ბი და­მე­წყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მეხ­მა­რა ერთი წიგ­ნი - ალან უოტ­სის "აღ­მო­სავ­ლუ­რი სიბ­რძნე და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა...“ ამ წიგნ­მა ამო­მიტ­რი­ა­ლა ცნო­ბი­ე­რე­ბა და მივ­ხვდი, რომ სახ­ლში მოვ­ხვდი და მი­სა­ღე­ბია იქა­უ­რო­ბა.

ბევ­რი პა­ტა­რა ასა­კის ადა­მი­ა­ნი შე­მო­დის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მძი­მე წარ­სუ­ლით... შე­ვა­ტყე, რომ მათ­ზე კარგ გავ­ლე­ნას ვახ­დენ­დი. მე შვი­ლი არ მყავს, თუმ­ცა ჩარ­თუ­ლი მქონ­და შვი­ლის მო­მენ­ტი.

და­ძი­ნე­ბა არის იქ ყვე­ლა­ზე კარ­გი რამე, სიზ­მა­რი ნიშ­ნავს იმ რე­ა­ლო­ბი­დან მო­წყვე­ტას და სა­დღაც გა­ბო­დი­ა­ლე­ბას. ის გზა, სა­დაც მე ვი­ა­რე, იყო გარ­თო­ბა და კლუ­ბე­ბი, რა­ღაც კუ­თხით წვლი­ლიც მი­მი­ძღვის, რომ ეს გარ­თო­ბა უფრო ლა­მა­ზი გახ­და, ვიდ­რე თა­ვის დრო­ზე იყო. ახლა ისე აღარ ვერ­თო­ბი, რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა შე­მომ­რჩა კლუ­ბე­ბის მი­მართ. გააგრძელე კითხვა