"საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს - მე მისთვის ვიბრძოლებ" - რას აცხადებს დმიტრო კულება - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს - მე მისთვის ვიბრძოლებ" - რას აცხადებს დმიტრო კულება

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, დაიცავს სააკაშვილის უფლებებს, ისევე როგორც სხვა ადამიანების უფლებებს, რომლებსაც უკრაინული პასპორტი აქვთ.

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, შეუძლიათ იფიქრონ რაც უნდათ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელისთვის, ის უკრაინის მოქალაქეა და მე ვიბრძოლებ მისთვის“, - განაცხადა კულებამ.

IPN